მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე ჩამოსული იყო მიწა კლდის შვავი, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები