კვლევის მიხედვით, სომხეთი იმ ქვეყნების ათეულში შედის, ვინც რუსეთზე უარყოფით სტატიებს ყველაზე ხშირად აქვეყნებს

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა ექსპერტ იგორ ნიკოლაიჩუკის მასალა გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთზე მსოფლიოს პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს ეხება. კვლევა 22-დან 28 ივნისამდე ჩატარდა.
ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, სომხეთი იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, რომელიც მედიაში რუსეთზე და მის ხელმძღვანელობაზე ყველაზე მეტი უარყოფითი პუბლიკაციით გამოირჩევა. ამ ქვეყნების ათეულში შევიდნენ ასევე პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, შვეიცარია და იაპონია.
„რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე უარყოფითი თემებია ნატო, უკრაინა და სანქციები. სომხეთთან ამ მხრივ იმიტომ არის საინტერესო, რომ რუსეთი ამ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ეს კვლევა ერევანში საპროტესტო აქციებს დაემთხვა დენის ტარიფირ გაძვირების წინააღმდეგ და სწორედ რუსეთს „მოხვდა“ ყველაზე მეტად სომხურ მედიაში ამ დღეებში“, – წერია დასკვნაში.
კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციონერი სომეხი ჟურნალისტები. ამის დანახვა სტატიების სათაურებითაც შეიძლება: „სომხეთში რუსული კომპანიების მოსვლა – გრძელვადიანი კორუფციული რისკია“, „რუსები საკუთარი ხელებით თავის წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებულების ზამბარას ქოქავენ“, „მიტინგები ერევანში და რუსული სიცრუე“, „რუსული მედია ისტერიკაშია“. „სომხური „მაიდნის“ რუსული „კოშმარი“. ასეთია სტატიების სათაურები.
ამ კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სტატიების საერთო რაოდენობა სომხეთის მცირე ზომის გამო დიდი არ არის და ის გერმანიას და ირანს ვერ შეედრება, „აგრესიულობის ინდექსი“ 12-ს უდრის, რაც გერმანიაზე 5-ჯერ მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები