დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე 24 მილიონ 225 ათას 238 ლარია დარიცხული
თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 24 მილიონ 225 ათას 238 ლარია შეგროვებული.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კერძო სექტორიდან და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობები შეადგენს – 10 071 579 ლარს, 733 649 დოლარს და 64 762 ევროს.
13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.