პაკისტანში ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკება გაიმართა

ავღანეთის ოფიციალურ ხელისუფლებას და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკება გაიმართა. „როიტერის“ ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები მომავალ მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, მუსულმანებისთვის წმინდა თვის, რამადანის დასრულების შემდეგ გაიმართება.
„შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ დაზავებისთვის ხელსაყრელი პორობების შესაქმნელად მოლაპარაკების გაგრძელებაზე“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამ მოლაპარაკებას „გარღვევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის წარმატებით უნდა დასრულდეს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ აშშ მიესალმება ამ მოლაპარაკებას და მას „მშვიდობის დამყარების საკითხში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები