„ვაკე- საბურთალოს ახალი გზა დროებით აღდგება, რომ სექტემბერში, სწავლის დაწყების დროს კოლაფსის წინაშე არ დავდგეთ“

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ზოოპარკის გადატანისა და ვაკე-საბურთალოს გზის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. ბაბუნაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორაზე გადავა, ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე არანაირი ახალი მშენებლობა არ დაიწყება. რაც შეეხება გზას, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, ვაკე – საბურთალოს გზა დროებით აღდგება.
„ზოოპარკის გადატანის საკითხი გადაწყვეტილია. ნაწილი უკვე გადატანილია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დარჩენილი ნაწილიც გადავა. რამდენიმე ქვეყნის ზოოპარკმა თანამშრომლობისა და დახმარების სურვილი გამოთქვა, ესენია პრაღის, ბერლინის და მოსკოვის ზოოპარკები. ზოოპარკის ადგილას ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა უნდა აღვადგინოთ, იქ არავითარი მშენებლობა აღარ იქნება. რაც შეეხება ვაკე- საბურთალოს ახალი გზის აღდგენას, გვინდა, რომ ეს გზა დროებით მაინც აღვადგინოთ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების შემდეგ კოლაფსის წინაშე არ დავდგეთ.
შევეცდებით, 15 სექტემბრისთვის ეს გზა გაიხსნას და აღდგეს. მე მგონი, ამასაც მოვასწრებთ, თანხები მობილიზებულია, ამ პროცესს როგორც ბიუჯეტი, ისე დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მას შემდეგ, რაც სამთავრობო კომისია შესაბამის დასკვნებს დადებს, იქ სხვანაირი, ახალი გზის გაკეთება იგეგმება. იქ ხიმინჯებზე დამდგარი მაღალი გზა უნდა გაკეთდეს, რომელიც სტიქიისგან დაზღვეული იქნება“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები