სააკაშვილის მიერ გადაყენებული ჩინოვნიკი ოდესის ვიცე-მერად დაინიშნა

ოდესის ვიცე-მერის პოსტი ანდრეი კოტლიარმა დაიკავა, რომელიც მანამდე თანამდებობიდან გაათავისუფლა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა. ამის შესახებ ოდესის გამომცემლობა „ტრასა E-95“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილება ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა მიიღო.
„დაინიშნოს ანდრეი კოტლიარი ოდესის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად საბჭოს აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის საკითხებში“ , – ნათქვამია ოდესის საქალაქო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კოტლიარი მუშაობდა ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთქმედების, თავდაცვის სამუშაოს და კორუფციის აღკვეთის სამმართველოს თანამშრომლად. ეს სამმართველო ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები