ზურაბ ჟვანიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვაში დღეიდან ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვებიან.
12 ნაფიც მსაჯულს 6 თვის განმავლობაში არჩევდნენ. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 10 ივლისს, 11:00 საათზე დაიწყება. მათი საქმეში ჩართვა თავად ბრალდებულებმა მოითხოვეს, რომლებიც დღეს პროცესზე წარსდგებიან. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დაახლობით ერთ თვეში გამოიტანენ და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამზადებელ სხდომაზე გაირკვევა, ვინ დაიკითხება და როდის.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაკავებულები არიან ზურაბ ჟვანის დაცვის უფრო კობა ხარშილაძე და დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია.
დაცვის მხარის მტკიცებით, პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულები აქამდე უცნობ დეტალებს გაასაჯაროებენ.