ბალტიმორში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ს ქალაქ ბალტიმორის მერილენდის უნივერსიტეტში სროლას შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა. „ABC News“-ის ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციის ინფორმაციით, დაახლოებით დილის 11 საათზე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან ორი ავტომობილი გაჩერდა. ერთ-ერთი მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა და ავტომატიდან სროლა დაიწყო. დამნაშვეებს შორის ორი მამაკაცი და ორი ქალი იყო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ბალტიმორში რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები გამწვავდა. აფროამერიკელი ფრედ გრეის დაღუპვის შემდეგ იქ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები დაიწყო. დაპირისპირების შედეგად 20 პოლიციელი დაშავდა და 250 ადამიანი დაკავებული იყო. აქვს თუ არა იმ მოვლენებს კავშირი დღევანდელ ინციდენტთან, ამ დროისთვის უცნობია.