აშშ-ში ავიაგამანადგურებელი და მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახნენ
აშშ-ში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი და მცირე ზომის თვითმფრინავი Cessna-150 ერთმანეთს შეეჯახნენ. ავიაკატასტროფა სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ ჩარლსტონიდან 17 კილომეტრში მოხდა.
„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც Cessna-ს ბორტზე იმყოფებოდნენ. სამხედრო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორივე თვითმფრინავის ნამსხვრევები დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. ამჟამად მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.