დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დღეს რამდნიმე უბანს დროებით შეეზღუდება. როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, რომელაშვილის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის და საყვირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სიმონ ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ტარიელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის II, III ქუჩების, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე-პავლეს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, შორაპნის, ბოგდან ხმელნიცკის, ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ხვედელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნიაბის, გალავნის, გოლოვნის, სომხეთის, განთიადის, კიკეთის, სამხედროს, საინგილოს, ბეთანიის, კვესეთის და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, სოლომონ მეორეს და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ქიქოძის, ცხემის, ჭავჭავაძის და რიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წინამძღვრიშვილის, ჭავჭავაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიუმას, ცინცაძის, პუშკინის, ვერცხლის, ნაკაშიძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.