ევროპა ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის სცენარს ამუშავებს

ევროკომისიამ ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის შემთხვევაში დეტალური სცენარი შეიმუშავა. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. მას უკვე სახელიც მოუფიქრეს – Grexit.
„ჩვენ შესაბამისი სცენარი შევიმუშავეთ Grexit-ის შემთხვევაში, გავთვალეთ ყველა დეტალი“, – განაცხადა მან სამშაბათს ბრიუსელში ევროზონის ქვეყნების სამიტის დასრულების შემდეგ.
ამასთანავე, ჟან-კლოდ იუნკერმა დაადასტურა, რომ ევროზონიდან საბერძნეთის გასვლა არ სურს.
„მე ე.წ. Grexit-ის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მოვლენათა ასეთ განვითარებას ვერ შევაჩერებ, თუ საბერძნეთი არ გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს“, – განაცხადა იუნკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები