მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა უახლოეს საათებში მოიხსნება. როგორც „კვირას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე ჩამოსულია მიწა, კლდის ნაშალი, რის გამოც ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი. დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმობენ. საავტომობილო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები