ურავში დარიშხანით დაბინძურების შემცირების პროექტის მეორე ფაზა 15 ივლისიდან დაიწყება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ჰოლანდიის მეწარმეობის სააგენტოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ურავში, დარიშხანით დაბინძურების შემცირების პროექტის მეორე ფაზის დასაწყებად, სპეციალისტები 15 ივლისამდე ჩამოვლენ – ამის შესახებ, სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების სამსახურს პარალელურად, ჰოლანდიის სამეფოს საელჩოდან და წამყვანი კონტრაქტორის, “ბიოსოილის” ოფისიდან აცნობეს.
სახიფათო ნარჩენების საიზოლაცო მასალის შერჩევა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობდა, წარმატებით განხორციელდა და შეთანხმებული გრაფიკით, სარკოფაგის მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.