პრემიერი: მინდა ქედი მოვიხარო აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების წინაშე

ფილმმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რა დიდი ტრაგედია გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. მინდა ქედი მოვიხარო აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეჟისორ გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის – “ოცნებების სასაფლაო” საპრემიერო ჩვენების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ფილმი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და მასზე მუშაობა აფხაზეთში მიმდინარეობდა. პერსონაჟები ომში მონაწილე რეალური გმირები არიან.

კინოსურათის ერთადერთი ორიგინალი საფრანგეთში, კომპანია “Vectracom”-ში ინახებოდა. ფილმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში დაბრუნდა. განხორციელდა ნეგატივის რესტავრაცია, მისი გაწმენდა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით მაღალ ხარისხში აღდგენა.
“ოცნებების სასაფლაო” არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები