გოგა ხაჩიძე “რუსთავი 2-ს” ეთერში ზურაბ ჯაფარიძის მიწვევას ურჩევს

პარლამენტის დეპუტატი გოგა ხაჩიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს მიმართავს და ეთერში ზურაბ ჯაფარიძის მიწვევისკენ მოუწოდებს.
ხაჩიძე მიმართვას სოციალურ ქსელში აჟღერებს.
“ტელევიზორი ჩავრთე, შევხედე და ვიფიქრე – ალბათ ნატოზე, ევროკავშირზე, ან რაიმე მსგავს თემაზე ჰყავთ მიწვეული ეს პატივსაცემი ადამიანები-თქო.
არადა, თურმე ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ბარამიძე და ირაკლი სესიაშვილი საბერძნეთის კრიზისზე და აქედან გამომდინარე, ქართული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრობენ.

Rustavi 2. მსგავს თემებზე სასაუბროდ ერთი კარგი, კომპეტენტური ტიპი ვიცი. აგერ ჩაგიგდებთ კიდეც და დასერჩეთ Zurab Japaridze
მართალია არც ნაცია, არც ქოცი და არც ალასანიას გუნდელი, მაგრამ მერწმუნეთ, მსგავს თემაზე გაცილებით საინტერესო და სწორ რამეებს გეტყვით თვეში ერთხელ მაინც თუ მიიწვევთ.

p.s. ჯანდაბას, ორ თვეში ერთხელ”, – წერს ხაჩიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები