“ვიტამინის” თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოკლვევა დაიწყო

კლუბ “ვიტამინის” თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოკლვევა დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

“კლუბ “ვიტამინის”თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო” – აცხადებს ნინო გიორგობიანი.

მისივე თქმით, მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ახალგაზრდა გოგონამ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად ყვება, თუ როგორ განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ლიკა კეკენია ვიდეო მიმართვაში ამბობს, სამართალდამცავები ვაკის პოლიციის თანაშრომლები არიან, კეკენიას თქმით, სამართალდამცავები, რომლებმაც მასზე იძალადეს თეთრი ფერის მანქანით გადაადგილდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები