სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“7 ივლისს 15:46 წუთზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ბრალდებულის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით , სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.
გარდაცვალების ფაქტი ეცნობა მოცემული ბრალდებულის ოჯახის წევრებს.
შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები