გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ ტალიაშვილი „სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამის“ პრეზენტაციას დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან – თამარ ტალიაშვილთან ერთად, „სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამის“ პრეზენტაციას დაესწრო.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართული ღონისძიება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მიერ იყო ორგანიზებული.
„სასკოლო მზაობის პროგრამა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წარმოადგინა.
ღონისძიებაზე სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი გამოვიდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ „სასკოლო მზაობის პროგრამას“ მნიშვნელოვანი რეფორმა უწოდა და აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, სასარგებლოა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს დაუგროვდათ.
თამარ ტალიაშილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიამ და მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურებმა გაატარეს. მათ შორის, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ახალის ტანდარტებისა და ორცვლიანი სწავლების სისტემის დანერგვა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის 7 წლამდე ბაღში სწავლების უფლების მინიჭება, ინფრასტრუქტურული პროექტები და ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სამუშაო პიროებების გამუჯობესება. მან ასევე აღნიშნა რომ სამომავლოდ აუცილებელია ერთიანი სტანდარტების შემუშავება, რაც კერძო ბაგა-ბაღებზეც გავრცელდება.
პრეზენტაციაზე მოხსენებები საქართველოს პარლამენტის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ წარმოადგინეს.
„სასკოლო მზაობის პროგრამა“ საშუალებას მისცემს ბავშვებს, კიდევ ერთი წლის განმავლობაში მომწიფდნენ განვითარების ყველა სფეროში და შეიძინონ ის უნარ -ჩვევები, რომლებიც მათ სკოლაში დაეხმარება. პროგრამის დაწყება 2015 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სახელმწიფო რწმუნებულები, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებისა და მერიის/ბაგა-ბაღების გაერთიანებების და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.