სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეს “ვითიბი ბანკმა” ავტოგანვადების სესხი გაუნულა
თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ვასილ ებრალიძემ, რომელსაც „ვითიბი ბანკიდან“ ავტოგანვადების სესხს იხდიდა, ბანკისგან შეტყობინება მიიღო.
„ეს წუთია ,,ვითიბი” ბანკიდან დაუკავშირდნენ, აცნობეს, რომ მისი „ავტოგანვადების საკმაოდ სოლიდური თანხა ანულირებულია“
ვასილ ებრალიძე, რომელიც სვანიძის ქუჩის N – 18 ში ცხოვრობს, დიდ მადლობას უხდის ,,ვითიბი” ბანკს არნახული გვერდით დგომისთვის.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტი ავრცელებს.