ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“GAU-ს ადმინისტრაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს აბიტურიენტთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებაში შექმნილი გაუგებრობის აღმოსაფხვრელად განმარტოს არსებული ვითარება: 2015 წლის ივნისში ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი (132) ამოიღეს სასწავლებელთა ჩამონათვალიდან, რადგან ამ სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. (ინფორმაცია იხილეთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.naec.ge

იმის გამო, რომ ამ უმაღლესი სასწავლებლის სახელწოდებაში, ისევე, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სახელწოდებაში, ფიგურირებს სიტყვა „ამერიკული“, აბიტურიენტთა ნაწილი შევიდა შეცდომაში. (GAU-ს კოდი გახლავთ 120, იხილეთ გვერდი: http://www.naec.ge

ამა წლის 3 ივლისიდან დღემდე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არ წყდება ზარები, მოგვმართავს არაერთი აბიტურიენტი, დაინტერესებული პირი და ჟურნალისტი იმის გასარკვევად, აქვს თუ არა რაიმე კავშირი გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU).

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) 2014 წლის 30 დეკემბერს წარმატებით გაიარა აკრედიტაცია 5 წლიანი ვადით. იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბმული: http://www.eqe.geან GAU-ს ოფიციალური ვებგვერდი: http://gau.ge

GAU სრულად აკმაყოფილებს ხარისხიანი უმაღლესი განათლების ოფიციალურ სტანდარტს და 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში კანონით გათვალისწინებულ ვადაში იღებს ავტორიზაციასა და აკრედიტაციას – ეს შეფასება სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტებზე, ხარისხიან სწავლა/სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებზე დაყრდნობით, ასევე თანამედროვე სასწავლო გარემოსა და სასურველი ატმოსფეროს გათვალისწინებით კეთდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები