დავით ნარმანია: “დინამოს” სტადიონი უეფას სუპერთასისთვის აბსოლუტურ მზადყოფნაშია
“დინამოს” სტადიონი უეფას სუპერთასისთვის აბსოლუტურ მზადყოფნაშია, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ეტაპის სამუშაოები, ეს არის ახალი სკამების მონტაჟი.
“30 ათას სკამზე მეტი უკვე დამონტაჟებულია და ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად მოხდება ამ სკამების დამონტაჟება. აქედან გამომდინარე, ვამთავრებთ საკმაოდ დიდ და მოცულობით სამუშაოებს, რომელიც თბილისის მერიამ აიღო თავის თავზე და ჩავაბარებთ გამზადებულ სტადიონს ფეხბურთის ფედერაციას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ქალაქი მზად არის, უეფას სუპერთასს უმასპინძლოს.