სირიაში ქურთებმა 11 დასახლება გაათავისუფლეს
სირიელმა ქურთებმა 11 დასახლება გაათავისუფლეს, რომლებიც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ჰქონდათ დაკავებული. ამის შესახებ არაბული გამოცემა eremnews.com იუწყება.
„ამჟამად საბრძოლო შეტაკებები ქალაქ ეინ ისას ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენმა ძალებმა მთელი ფრონტის ხაზზე წინ წაიწიეს“, – აცხადებს ქურთი მებრძოლების ოფიციალური წარმომადგენელი.
ივნისის ბოლოს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოეიკებმა“ ქალაქ ელ ხასაკეს დაკავება სცადეს, რომელიც სირიაში ქურთების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. სირიის არმიამ და ქურთმა მოხალისეებმა ეს შეტევა მოიგერიეს და ექსტრემისტებისგან ქალაქის გარეუბანი და ასევე სხვა დასახლებები გაათავისუფლეს.