იაპონიაში მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა

იაპონიაში 112 წლის და 4 თვის ასაკში მსოფლიოში უხუცესი მამაკაცი საკარი მომოი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმელების გათიშვა გახდა.
მამოი 1903 წლის თებერვალში ფუკუსიმის პრეფექტურაში დაიბადა. ის დიდი ხნის განმავლობაში უნივერსიტეტის ლექტორად მუშაობდა აგროქიმიის სპეციალობით. საკარი მომოი ჩინური კლასიკური პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი იყო და ბოლო დრომდე მისი ციტირება შეეძლო.
2014 წელს მას გინესის რეკორდების სერტიფიკატი გადაეცა. მომოი ამ ცერემონიაზე შავი კოსტიუმით და ჰალსტუხით მივიდა. „მე სურვილი მაქვს, რომ კიდევ ორი წელი ვიცოცხლო“, – განაცხადა მაშინ საკარი მომოიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები