კიევის ცენტრში ბულგარეთის დროშის ნაცვლად რუსული დროშები გამოფინეს
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მოულოდნელად რუსეთის დროშები გამოჩნდა. თანაც ის სრულიად ოფიციალურად აღმართეს. როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რადიკალური პარტიის დეპუტატი დიმიტრი ლინკო წერს, რუსული დროშები ბულგარულ დროშებში აერიათ. ეს ფაქტი უკრაინაში ბულგარეთის პრეზიდენტის როსენ პლავნელიევის ვიზიტის წინ მოხდა. რუსული და ბულგარული დროშები იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ ორივეს სამი ჰორიზონტალური ხაზი აქვს. რუსული დროშის შუა ზოლი ლურჯი ფერისაა, ხოლო ბულგარულის – მწვანე. თუმცა დროშების შედარების დროს მათი ერთმანეთში არევა საკმაოდ რთულია.