საბერძნეთს ფულის მხოლოდ რამდენიმედღიანი მარაგი დარჩა
საბერძნეთს ფულის მხოლოდ რამდენიმედღიანი მარაგი დარჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბანკებთან და ბანკომატებთან ისევ რიგებია, ფულის გატანა კვლავ მხოლოდ შეზღუდვებით, 60 ევროს ოდენობით არის შესაძლებელი.
ქვეყანა უკიდურეს ზღვარზეა. მთავრობას ისევ იმედი აქვს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ქვეყანას 10 დღის ვადაში ფულს მისცემს.