„ბარსელონა“-„სევილიას“ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დაიწყება

„ბარსელონა“- „სევილიას“ სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები კვირას, 12 ივლისს დილის 09:00 საათიდან გაიყიდება“, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.
ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის: უეფას სუპერთასის ბილეთები „ბილეთები. გე“-ს უნდა გაეყიდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. აღნიშნულის შემდეგ, უეფას გადაწყვეტილებით, ბილეთები სალაროებში გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები