ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღსა და დროს დღეს, 16:00 საათზე დაასახელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღსა და დროს დღეს დაასახელებს.
დღეს, 16:00 საათზე ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას გააკეთებს. როგორც ფედერაციის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ს უნდა მოეხდინა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. აღნიშნულის შემდეგ, უეფას გადაწყვეტილებით, ბილეთები სალაროებში გაიყიდება.
დღესვე, სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისია მორიგ სხდომას გამართავს. როგორც ჟურნალისტებს კომისიის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, სხდომაზე ბილეთების ბედთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდებიან. „უეფას სუპერთასის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის გამარჯვებული “სევილია” დაუპირისპირდებიან, 11 აგვისტოს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.
სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები