საქართველოში არამდგრადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შაბათ-კვირის ჩათვლით არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ხუთშაბათს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება დასავლეთ საქართველოს შიდა რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო რაიონებში 27-28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში გაცილებით მაღალი ტეპერატურაა მოსალოდნელი, მაგალითად, კახეთში 37 გრადუს სიცხეს ველოდებით, შიდა ქართლში 33-34 გრადუსი იქნება, თუმცა პარასკევს დღის მეორე ნახევარში ასევე შაბათს და კვირას ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები