პრემიერი: მთავარია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს

„მთავრობისთვის მთავარია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან შეხვედრისას გააკეთა.
“სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. მინდა, მოვისმინო თქვენი შეხედულებები და მზად ვარ, ამ დიალოგში ჩავერთო”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ შეხვედრაზე ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ პრემიერთან სასამართლო სისტემაში წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარი სურს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პრემიერს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები