ესტონეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა
ტოომას ჰენდრიკ ილვესმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ტოომას ჰენდრიკ ილვესი მადლობის წერილში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ივნისის ოფიციალური ვიზიტისას, კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, საქართველოსა და ესტონეთის ხელისუფალთა საერთო ხედვა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. იგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილს ესტონეთში შეხვდება.
“თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო კოლეგავ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქართველოში ვიზიტი მიმდინარე წლის 2-3 ივნისს იყო ოფიციალური, მე მან მაინც ორი მეგობრის შეხვედრა გამახსენა. მადლობას გიხდით ჩემი და ჩემი დელეგაციის განსაკუთრებული მასპინძლობისათვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ესტონეთი და საქართველო ერთნაირად ფიქრობენ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე, რომელზეც ერთი მეორეს მცირედით უსწრებს. მსურს, თქვენი მეშვეობით გულითადი მადლობა გადავუხადო თქვენი ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს მათი ერთგულებისა და გაწეული თანამშრომლობისათვის, რამაც ეს ვიზიტი უაღრესად ღირშესანიშნავი გახადა. იმედი მაქვს, მალე ესტონეთში შევხვდებით”, – ნათქვამია ესტონეთის პრეზიდენტის მადლობის წერილში.