აღსრულების ეროვნულ ბიუროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
აღსრულების ეროვნულ ბიუროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულების სისხლის ბანკის მარაგის შესავსებად ჩააბარეს.
უანგარო დონაციის აქცია სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის სპეციალისტების დახმარებით გაიმართა.
აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავაც განაგრძობს სისხლის ბანკში სისხლის მარაგის შევსების პროცესის აქტიურ მხარდაჭერას, რისთვისაც მას რამდენიმე დღის წინ მადლობის სიგელიც გადაეცა.
აღსრულების ეროვნული ბიურო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქციის − „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ − მხარდაჭერას.