გურიელიძე: ყველა ცხოველი სპეციალურად ჩიპებით არის დანიშნული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჩიპები დაზიანებულია
„ზოოპარკიდან გაქცეული ორი მტაცებელი ცხოველის – ვეფხვისა და აფთრის ძებნა კვლავ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა და დასძინა, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე სამუშაო ძალიან ბევრია, სიტუაცია კი რთული. “მიმდინარეობს ერთი ვეფხვის და ერთი ზოლებიანი აფთრის ძებნა.
ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, კიდევ მრავალჯერ უნდა გადამოწმდეს, დანარჩენი მტაცებელი ცხოველები ჯერჯერობით აღრიცხულია. დანარჩენ ცხოველებს რაც შეეხებათ, სანამ არ მოხდება გვამების გამოტანა, ძნელი სათქმელია, რომელი ცხოველებია. სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. სიტუაცია ძალიან რთულია. ყველა ცხოველი, რომელიც ზოოპარკში ბინადრობს, სპეციალურად ჩიპებით არის დანიშნული, ის კანქვეშ მაგრდება. ამის მეშვებით დგინება, თუ რომელი ცხოველი არის აღმოჩენილი. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჩიპები დაზიანებულია. ეს ჩიპები ძებნაში ვერ დაგვეხმარება, ისინი მხოლოდ მაიდენტიფიცირებელია”, – განუცხადა “პირველს” გურიელიძემ .
წყარო: pia.ge