წყნეთი-ახალდაბის გზაზე და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია

 

წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია.

როგორც „კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი პირადად დაესწრო.

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მე-5 მონაკვეთის აღსადგენად (რომელიც უშუალოდ სოფელშია) და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, დღის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთიც აღდგება.

წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთი 13-14 ივნისს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ჩაიხერგა და სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც მოეწყო საავტომობილო გზა.

ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები