საკრებულოს აპარატის თანამშრომლები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან
საკრებულოს აპარატის თანამშრომლები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ამ წუთებშიც ეხმარებიან. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები დილის 09.00 საათიდან სვანიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ამ წუთებშიც ეხმარებიან და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ.
საკრებულოს წარმომადგენლები სოლიდარობის ნიშნად, თბილისში 13 ივნისს მომხდარი ძლიერი სტიქიის შედეგად წვიმისგან დაზიანებულ ტერიტორიას მიწისგან და ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.
მოხალისეების განცხადებით, გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე დღის ბოლომდე გააგრძელებენ.