სტიქიით დაზარალებულებს პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდათ

სტიქიით დაზარალებულებს 14 დასახელების პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდათ. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარებას კერძო კომპანიები და ორგანიზაციები კვლავაც განაგრობენ. შპს ,,დიპლომატ ჯორჯიამ“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 ლარის ღირებულების 14 დასახელების არაფუჭებადი საკვები პროდუქტი და ყველა სახის ჰოგიენური საშუალება გამოყო. აღნიშნული პროდუქცია, საკრებულოს მაჟორიტარი წევრის გივი გოგლიძის სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელობით, 8 სასტუმროში განთავსებულ სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დაურიგდათ. დარჩენილი პროდუქცია კი დიდუბის რაიონის გამგეობაში დასაწყობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები