უბედური შემთხვევა კახეთში – ტბაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

კახეთში, ყვარელში უბედური შემთხვევა მოხდა. 15 წლის მოზარდი ტბაში ბანაობისას დაიხრჩო.

როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, 15 წლის მოზარდმა, რომელიც მეგობრებთან ერთად ტბაში ცურავდა, წყალში ჩაყვინთა და ვეღარ ამოვიდა. მეგობრებმა დახმარებისთვის დაცვის თანამშრომელს მიმართეს. ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა.

წყლიდან ამოყვანის შემდეგ, ბავშვს პულსი აღარ ესინჯებოდა.

გარდაცვლილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ცხოვრობდა. როგორც შს სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

15 წლის ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დასკვნის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები