კასპიის ზღვაში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ქართველი მეზღვაური დაშავდა

კასპიის ზღვაში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა. ყაზახეთის ნავთობ საბადოსთან ახლოს კატერი ბარჟას შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ყაზახეთის საგანგებო სანსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. დაშავებულები ატირაუსის ოლქის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ერთი მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ქართველების გარდა, დაშავდა მესამე მეზღვაურიც, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა. მათი ვინაობა არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები