თემქაზე ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა

თბილისში, თემქის დასახლებაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, “ოპელის” მარკის ტიპის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და გადაბრუნდა. აღნიშნულის შედეგად არავინ დაზარალებულა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც „კვირას“ შსს – ში განუცხადეს, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები