გურიაში ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და ველოსიპედი შეეჯახნენ – დაშავებულია ველოსიპედისტი

ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და ველოსიპედისტი შეეჯახნენ. აღნიშნულის გამო ველოსიპედისტი დაშავდა.

მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადამ ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები