ახალციხეში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ოპელის ტიპის ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა, რა დროსაც გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი და დაშავდა ერთი მგზავრი.
შსს–ს ცნობით, მომხდარზე ამ დრიოსათვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები