მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სახლში გაჩენილი ცეცხლი ლიკვიდირებულია

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩენილი ცეცხლი ლიკვიდირებულია.
როგორც კვირას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გაჩენილი ცეცხლის შედეგად მესამე სართულზე სასხვენო გადახურვა – 60-80 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია იყო 4 სახანძრო მანქანა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები