დაკარგული მამაკაცი ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

37 წლის გიორგი ლეკიაშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახლობლების ინფორმაციით, გიორგი ლეკიაშვილი სახლიდან გუშინ გავიდა და მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ. გიორგი ლეკიაშვილი საბურთალოს რაიონში ცხოვრობდა. მას 4 შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები