ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა

სოფელ მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელი გზიდან მაშველებმა 19 დაშავებული ადამიანი ჩამოიყვანეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დილის 6 საათიდან სოფელ მლეთაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბრიგადები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სოფელ მლეთიდან სალოცავამდე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე არიან გადანაწილებულები.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ლომისობის დღესასწაულზე უამრავი მომლოცველი ჩავიდა.

მლეთიდან სალოცავამდე გზაზე ზოგიერთი მომლოცველი დაშავდა. სულ 19 ადამიანი, რომელთა შორის 2 ქალბატონია და 17 მამაკაცი. მაშველების ინფორმაციით, დაშავებულებიდან ზოგს კიდური ჰქონდა მოტეხილი, ზოგს არტერიული წნევა აწუხებდა და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, დღესასწაულზე კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, ცუდი ხილვადობის გამო, 2 მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც მშობლებს ჩამორჩნენ, დაიკარგნენ. თუმცა, მაშველების დროული რეაგირების შემდეგ, ბავშვები მშობლებს დაუბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მლეთაში ლომისობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ცნობისათვის, შარშან ლომისობის დღესასწაულზე 16 წლის ახალგაზარდა მამაკაცი დაიკარგა. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები