საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის „ღია კარის“ დღეს მესამედ მასპინძლობს. ტურის დასაწყისში ლამისყანა, ქვემოჭალა, კოდისწყარო, ცერონისი, ტახტისძირი, წაღვლი, ბროლოსნი, ხურვალეთი, ეგრნეთ-მამისაანთუბანი, ავლევი, აბანო, ატოცი, დვანი, თამარაშენი, კნოლევი, ბერშუეთი, დიცი, ზემო ხვითი- საჯარო სკოლების VI-VIII კლასის 42 მოსწავლეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე შეხვდა და მათ სიმბოლური პასპორტები გადასცა. ბავშვები დღეს თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ეწვევიან.

წელს, ღონისძიებაში მონაწილეობს 18 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა: ჩეხეთი, თურქეთი, უკრაინა, იტალია, სლოვაკეთი, ბრაზილია, კატარი, ვატიკანი, გერმანია, ყაზახეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ლატვია, ბულგარეთი, იაპონია, შვედეთი; ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ნატოს სამეკავშირეო ოფისი. თბილისში მდებარე საელჩოების მონახულების შემდეგ, მოსწავლეები ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდებიან, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე ბავშვებს შემეცნებითი ხასიათის ლექციას წაუკითხავს ევროკავშირსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცის თემაზე. დღის ბოლოს, მოსწავლეებს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება. მინისტრი ბავშვებს გადასცემს ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები