მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

1 და 2 ივნისს, მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც “კვირას“თბილისის მერიდიან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის პანდუსით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ “ხიდსაცდელი ცენტრის” დასკვნით აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, მიმდინარეობს ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა. შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები. თბილისის მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოებს შპს “კავკასუს როუდ პროჯექტი” ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების რეაბილიტაცია 10 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები