სვანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სვანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „კვირას“ ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ქალი და მამაკაცი იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მგზავრის მდგომარეობა კი მძიმეა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები