“დღეს საქართველოს პოლიცია თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს, ქვეყანას და ძალ-ღონეს არ იშურებს დაამარცხოს კრიმინალი“

პირველად უახლოეს ისტორიაში,პოლიციამ მტკიცე ნაბიჯები გადადგა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. შს მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას უწების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
“ჩვენი პოლიცია დღეს არის თანამედროვე აღჭურვილობით, განახლებული საკანონმდებლო ბაზით, აქტიური საერთაშორისო თანამშრომლებით და მძლავრი ანალიტიკური ცენტრებით უზრუნველყოფილი.
შემუშავებული გვაქვს გამოკვეთილი სტრატეგიული ხედვა და სამომავლო გეგმები, რაც შეუქცევად განვითარებას ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში საკუთარ ამოცანებს წარმატებით ასრულებს. ჩვენ დავამკვიდრეთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების მაღალი კულტურა, განვაახლეთ საკანონმდებლო ბაზა პოლიციის საქმიანობის შესახებ, დავნერგეთ პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი საიმედო სტანდარტი, დავიწყეთ რეფორმები სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემის მოდერნიზაციისთვის, შევქმენით მიგრაციის მართვის თანამედროვე სამსახური, გავაფართოვეთ საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი, გავზარდეთ განათლები, კერძოდ კი პოლიციის აკადემიის როლი და კონტრიბუცია პოლიციის წარმატებებში.
პირველად უახლოეს ისტორიაში,პოლიციამ მტკიცე ნაბიჯები გადადგა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. განვავითარეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სფერო და ნოვაციები დავნერგეთ „112“ -ის სამსახურში. მოქნილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული გავხადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახურების სააგენტო და მისი სერვისები. განსაკუთრებული მასშტაბები შევძინეთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლას, დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს, განსაკუთრებულად გავაძლიერეთ საქმიანობა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისა და იმპლემენტაციის კუთხით.
სამინისტროს მიერ შემუშავდა თანამშრომელთა სოციალური დაცვის გაუმჯობესებული კანონპროექტი – სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახი მიიღებს ერთჯერად 100 ათასიან დახმარებას, ყოველთვიურად კი 1000 ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მინდა მოგმართოთ და დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს, ქვეყანას და ძალ-ღონეს არ იშურებს დაამარცხოს კრიმინალი ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ შევქმენით უსაფრთხო საზოგადოებას და თითოეულ თქვენგანის მხარდაჭერით შევძლებთ დავამკვიდროთ საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელი“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები