გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს და ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
“მოქალაქეობის საკითხზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, თუ რას აპირებს და დართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირება ამ საკითხზე”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე ინფორმაციით, თავად სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არავისთვის მიუმართავს.