უფლისციხეში ცხვრის ინფექციური დაავადება არ შეინიშნება

სურსათის ეროვნული სააგენტო უფლისციხეში ინფექციური დაავადების გამო ცხვრის დაცემას გამორიცხავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ პათოლოგია ცხვრებში საერთოდ არ აღინიშნება. ცხვრების სიკვდილი მხოლოდ ხანგრძლივი ტრანსპორტირებისა და შიმშილის ბრალია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე აგრძელებენ ვითარების კონტროლს.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის რეგიონზე უფლისციხის საძოვარზე განთავსებული 13 ათასი სული ცხვრიდან 350-მდე დაეცა. მიზეზი კი ცხოველების მოვლა-შენახვის პირობების დაუცველობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები