შსს-ს ავსტრიის დელეგაცია ეწვია (ფოტოკოლაჟი)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ვენის ფედერალური მიწის პოლიციის პრეზიდენტი ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილთან, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბედოიძესთან და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძესთან. შეხვედრებზე სტუმრები გაეცნენ სამინისტროს მუშაობის პრინციპს, დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებს. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი დედაქალაქების პოლიციის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გაუზიარეს. ვენის ფედერალური მიწის და ამავდროულად ქალაქ ვენის პოლიციის პრეზიდენტი გერჰარდ პიურსტლი დედაქალაქის კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის მუშაობის მეთოდებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საქართველოს შსს-ში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებსა და საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ რებრენდინგს.
საპატრულო პოლიციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორი“, მოტოციკლი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.

11108994_661617760606893_32981125971728959_n

11350536_661617717273564_1978006099110751962_n

11390039_661617713940231_7137503642893531573_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები